ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური გარანტიების შექმნა
საქართველო, თბილისი - 13:20 | 19.07.2017 ნანახია: 1146
"საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის გაგრძელების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსტიტუციური გარანტიების შექმნა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საქ რთველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე - "ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ "ამბასადორიალი 2017" - ის პანელში - "დემოკრატიული განვითარება" მიიღო მონაწილეობა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე, დოკუმენტის შინაარსის შესახებ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია ჰქონდეთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისია ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე შეიქმნა და მისი 73 წევრიდან, მუშაობაში მონაწილეობა მხოლოდ სამმა წევრმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ მიიღეს.
"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშაობაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მიზეზი ის იყო, რომ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს, რომლის მიხედვით, კომისიას სამი თანახელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა. ეს რეალურად საპრეზიდენტო ფორმატის შემოთავაზებას ნიშნავდა. ამის სანაცვლოდ, საზოგადოებას შევთავაზეთ საპარლამენტო ფორმატი და ამას ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი, რომელიც პირველ რიგში, კონსტიტუციაში მდგომარეობდა. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდანაც შეიძლება მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, არის საქართველოს პარლამენტი. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ფორმატს ალტერნატივა არ ჰქონდა ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოთხი თვე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისთვის ოპტიმალური პერიოდი იყო, რაც დადასტურდა კიდეც. მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ყველა საკითხი სათანადოდ იქნა განხილული.
საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების მიზეზზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის საჭიროება დადასტურებულია ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაშიც.
"ვენეციის კომისიამ 2010 წელს განაცხადა, რომ დღეს მოქმედი დოკუმენტი უხეშად ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და განსაკუთრებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.იქ, სადაც დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ბუნებრივია, წარმოიშობა სერიოზული საფრთხეები. დღეს, პრაქტიკაში არ წარმოიშობა ეს საფრთხეები კონკრეტული ინდივიდებიდან გამომდინარე, როდესაც მათ არ აქვთ ნეგატიური პოლიტიკური მიდრეკილებები, თუმცა, სხვა ინდივიდების პირობებში, ასეთი საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ჩვენ ბუნებრივია, ვერც ხუთწლიან და ვერც ათწლიან პერსპექტივაში ვერ განვიხილავთ კონსტიტუციას.კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც, შეიძლება, ათწლეულების გ ნმავლობაში უცვლელად მოქმედებდეს ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტმა ორი ფუნდამენტური ამოცანა დაუსახა: კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სიტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად.
"პირველ რიგში, ჩვენი ფუნდამენტური ამოცანა იყო კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება, მეორე ამოცანას-დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. არ არის დაცული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტი არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი ამ სისტემაში და გარდა ამისა, ძალიან ბუნდოვნად არის გამიჯნული კომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ ბუნდოვანებას სჭირდება გასწორება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ესაჭიროება დაცვა. საჭიროა დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს იყო მეორე ფუნდამენტური ამოცანა, რომელიც დასახული იყო კომისიის წინაშე და სწორედ ამ ორი ფუნდამენტური ამოცანის შესაბამისად იმოქმედა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყო და". იმ ინიციატივების 80% რომელიც საბოლოო ჯამში აისახა საკონსტიტუციო ცვლილებებ ს პროცესში, მოდიოდა სწორედ ოპოზიციური პარტიების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. "
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არცერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.
"ვერავინ ვერ დაასახელებს ვერცერთ ნორმას საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომლითაც მმართველი პარტია იქმნის უპირატესობას მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები დეტალურად გააცნო.
პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერირებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უწევდა, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მონაწილეობა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო.
მონაწილეებმა მე -9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები, "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობა და პრიორიტეტებს.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
- განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება