ავარია კახეთში - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 08:34 | 19.07.2017
ნანახია: 1214

ავტოსაგზაო შემთხვევა ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზაზე - მსუბუქი ავტომობილი მოსახვევში ხიდს დაეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი მძღოლი და ერთი მგზავრი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.  

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე