ისრაელმა ღაზას სექტორის სარაკეტო დარტყმებს ავიაიერიშით უპასუხა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 09.11.2015
ნანახია: 2085

ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი პალესტინელი მებრძოლების მხრიდან სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ დაბომბა. ამის შესახებ ისრაელის შეიარღებული ძალების პრეს-სამსახური იუწყება.

დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

სამხედროების თქმით, მათ სამიზნეს ღაზას სამხრეთით მოძრაობა ჰამასის პოზიციები წარმოადგენდა.

”2015 წლის დასაწყისიდან ეს უკვე მე-19 რაკეტაა, რომელიც ღაზას ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიაზე ააფეთქეს”, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ისრაელი პასუხისმგებლობას მთლიანად ჰამასს აკისრებს და მისგან ზავის პირობესის დაცვის უზრუნველყოფას მოითხოვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე