„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები კირკუკის პროვინციის სოფელს თავს დაესხნენ -არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 16:41 | 18.07.2017
ნანახია: 1131

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყის კირკუკის პროვინციის ერთ-ერთ სოფელს თავს დაესხნენ. დაიღუპა ხუთი ადამიანი.

ერაყის მედიის ცნობით მებრძოლებმა კიდევ ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანეს.

სოფლის დატოვების შემდეგ მათ გზაც დანაღმეს, რომლის გასანეიტრალებლად  უშიშროების ძალები მუშაობენ.

მანამდე ერაყელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ მებძროლებთან შეტაკებები მოსულის დასავლეთ ნაწილის რიგ რაიონებში ახალი ძალით განახლდა. შეგახსენებთ, რომ მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან სრულად გასულ კვირას გათავისუფლდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე