ქეით მიდლტონი კიდევ ბევრი შვილის გაჩენას აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:25 | 18.07.2017
ნანახია: 1260

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია შვილებთან ჯორჯთან და შარლოტასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან. ამ ქვეყნიდან დაიწყეს მათ ევროკავშირის სახელმწიფოებში მოგზაურობა.

გასულ საღამოს დიდი ბრიტანეთის საელჩოში ელისაბედ მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი გაიმართა. მას დაესწრნენ ქეითი და უილიამი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა მეუღლესთან ერთად.

 „როდესაც ქეითს ჯორჯისა და შარლოტასთვის საჩუქრები გადავეცით, ჰერცოგინიამ გვითხრა, რომ ასეთი რაოდენობის საჩუქრებისთვის კიდევ ბვერი შვილის ყოლაა საჭირო, რაც მას ძალიან გაუხარდებოდა. ამის შემდეგ ის უილიამს მიუბრუნდა და უთხრა: „ჩვენ ბევრი შვილი უნდა გვყავდეს“, - აღნიშნა ვახშამზე მყოფმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე