ნატოს პოლკოვნიკი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 18.07.2017
ნანახია: 1142

პოლონეთში ნატოს სამეთაურო შტაბის პოლკოვნიკი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლკოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 14 წლის გოგონას შეხვედრაზე შეუთანხმდა.

52 წლის მამაკაცი ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით არასრულწლოვან გოგონას სექსუალური ხასიათის ურთიერთობას სთვაზობდა.

პოლკოვნიკის დაკითხვის შემდეგ გაირკვევა დატოვებენ თუ არა მას პატიმრობაში.

 სამართალდამცველი ორგანოები აგროვებენ მტკიცებულებას, სწავლობენ პოლკოვნიკის პირად მობილურსა და ტელეფონს. ასევე დგინდება ჰქონდა თუ არა პოლკოვნიკს მსგავსი შეთავაზება მანამდე არასრულწლოვანთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე