პეტრო პოროშენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველო, თბილისი - 14:28 | 18.07.2017
ნანახია: 1146

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
პეტრო პოროშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე