ხორვატიაში ხანძრის ჩაქრობისას 80 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 18.07.2017
ნანახია: 1088

ხორვატიაში ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ხანძრის ჩაქრობისას 80 ადამიანი დაშავდა.
დღეს ქალაქ სპლიტის მისადგომებეთან ცეცხლის ლოკალიზება გახდა შესაძლებელი.

ღამით ხანძარს მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივი მცხოვრებლებიც ებრძოდნენ.

გავრცელებული ცნობით, მოსახლეობამ ცოცხალი ჯაჭვი გააბა და ცეცხლს წყალს, ვედრებიდან ასხამდა. დაშავდა 80 ადამიანი, მათ შორის მეხანძრეები და სამოქალაქო პირები.

ხანძრის ჩაქრობაში ორი თვითმფრინავიც მონაწილეობდა, ხმელეთიდან კი მათ ავიაბაზის ქვედანაყოფები ეხმარებოდნენ. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 170-ზე მეტი მეხანძრე და პოლიციელი იყო ჩართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე