საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა - პეტრო პოროშენკო
საქართველო, თბილისი - 13:31 | 18.07.2017 ნანახია: 1847
ჰოლოდომორის დროს, საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ყველა არ იცის, რომ 1933 წელს, ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო ოჯახით თბილისში გაქცეულიყო და საქართველომ იხსნა ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ბებია ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო, სად? - თბილისში. თბილისში ცხოვრობდა. გუშინ, მარინამ თავის დედას დაურეკა და მინდა, ეს სახლი ვნახო და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს მტკიცე საფუძველს აყალიბებს ჩვენი ნდობის და მეგობრობის“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ერთიდაიგივე პრობლემა აქვთ.
„უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელსაც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. ჩვენ მეგობრებს შორის ვართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ვართ. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ. აღდგენის, რადგან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 1918 წლის 4 ივლისს დავამყარეთ. ჩვენი მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობების ქვეყნებს შორის ახლა 90 წელია", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მისივე თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ ქართველი ხალხის იმედი ჰქონდეთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია, უკრაინელი ხალხის იმედი ჰქონდეს. ,,ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ახლაც ასეა“, - აღნიშნა პოროშენკომ.
გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმ ადამიანებზეც გაამახვილა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
„უკრაინელები ქართველი მოძმე ბიჭების საპატივცემულოდ თავს ხრიან, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოვიდნენ და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს იცავდნენ. ამ დონის ურთიერთობისთვის მადლობას გიხდით“, - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი თბილისს ოჯახთან და სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ ესტუმრება.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















