ძლიერი ღვარცოფის გამო სტამბოლის მეტრო დაიტბორა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 18.07.2017
ნანახია: 1141

სტამბოლში ძლიერმა ღვარცოფმა მეტროს რამდენიმე სადგური დატბორა. ქალაქის ბევრ რაიონში პარალიზებულია საგზაო მოძრაობა.

ზოგიერთი ქუჩა მთლიანად წყლით არის გავსებული. ასევე დატბორილია მიწისქვეშა ავტოსადგომები, გადასასვლელები და სახლების პირველი სართულები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სერიოზული შეფერხებებით გადაადგილდება.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მეწყერის საფრთხეზე საუბრობს. მეტეოროლოგების ცნობით, ნალექი მარმარილოს ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე