სტამბოლში უფლებადამცველბი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:46 | 18.07.2017
ნანახია: 1182

სტამბოლში უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი იდილ ესერი და ორგანიზაციის კიდევ ხუთი აქტივისტი დააკავეს.

ესერი 12 აქტივისტთან ერთად 6 ივლისს დააკავეს. Amnesty International-მა მათი გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა უფლებადამცველი ორგანიზაცია ქვეყანაში ახალი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

სასამართლომ პატიმრობაში 6 აქტივისტი დატოვა, მათ შორის ესერიც. დაკავებულებს შორის არიან შვედეთისა და გერმანიის მოქალაქეები, რომლებსაც ტერორისტული ორაგნიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. სხვა დაკავებულები ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე