ავიაკატასტროფა არიზონაში - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:17 | 18.07.2017
ნანახია: 1116

მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Lancair Evolution-ი არიზონას შტატში გოლფის მოედანზე ჩამოვარდა. ტელეარხ Fox News-ის ცნობით, ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფამდე პილოტმა დისპეტჩერს აცნობა, რომ თვითმფრინავს მექანიკური პრობლემები შეექმნა, მაგრამ აეროდრომამდე მიფრენა ვერ შეძლო. Lancair Evolution-ი პირდაპირ მინდორზე ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე