1016 კარატიან ალმასს მყიდველი არ გამოუჩნდა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 18.07.2017
ნანახია: 1281

1016 კარატიან ალმასს სიდიდის გამო მყიდველი არ გამოუჩნდა.

კანადურმა კომპანიამ Lucara Diamond-მა ჩოგბურთის ბურთის სიდიდის ალმასის დანაწევრება გადაწყვიტა, რათა მისი მყიდველი სწრაფად მოიძებნოს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ შესაბამისი გადაწყვეტილება გასული წლის ივნისში Sotheby's-ის წარუმატებელი აუქციონის შემდეგ მიიღო. შარშან მასში ერთ-ერთმა მსურველმა აუქციონის ორგანიზატორებს მოსალოდნელი 70-ის ნაცვლად მხოლოდ 61 მლნ შესთავაზა.

ალმასი Lesedi la Rona 2015 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი ალმასი მხოლოდ 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილ ძვირფას ქვას ჩამორჩება. ალმასი 3106 კარატს იწონიდა და მისი გაყიდვა მხოლოდ ნაწილ-ნაწილ დაშლის შემდეგ მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე