პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებებს საბჭოთა ძეგლების აღების შესახებ

საქართველო, თბილისი - 18:14 | 17.07.2017
ნანახია: 1186

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონში ცვლილებებს კომუნიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა ძეგლების აღებას ითვალისწინებს.

კანონი ძალაში ხელის მოწერის მომენტიდან სამი თვის შემდეგ შევა.

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 22 ივნისს მხარი დაუჭირა კანონში კომუნიზმის აკრძალვის შესახებ ცვლილებებს.

დოკუმენტი ითვალისწინებს საბჭოთა ეპოქის, მათ შორის სამხედრო ძეგლების აღებას. დეკომუნიზაციის კანონი წითელი არმიის დაახლოებით 230 ძეგლს შეეხება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე