,,ქალის მიმართ სიძულვილის გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება'' - ჩუგოშვილი ,,ქართული მარშის'' სკანდალზე

საქართველო, თბილისი - 17:33 | 17.07.2017
ნანახია: 1644

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელშ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს გამოეხმაურა:

„ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორ ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის ისღა რჩებათ სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე,“- წერს თამარ ჩუგოშვილი ,,ფეისბუკის'' ოფიციალურ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე