პუტინმა მთელი მსოფლიოსთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა - ემირ კუსტურიცა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 17.07.2017
ნანახია: 1669

სერბმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ RT-სთან ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა „მთელი მსოფლიოსთვის რაღაც მნიშვნელოვანი“ გააკეთა.

„მივესალმები ვლადიმერ პუტინის ქმედებებს, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი რბილი მანერით რუსეთი ელცინის პერიოდის შემდეგ ფეხზე წამოაყენა - რათა ხალხს თავისი ისტორიითა და რაც მთავრია კულტურით ეამაყა“, - განაცხადა რეჟისორმა.

კუსტურიცამ განსაკუთრებით გამოყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების აკრძალვის შესახებ რუსეთში და მას გმირი უწოდა.

რეჟისორი, რომელიც ამჟამად სერბეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა, აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ის რუსეთში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში და  დომოდედოვოს ან შერემეტიევოს აეროპორტებში ჩაფრენისთანავე მას ყოველთვის თბილად იღებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე