იაპონიაში წყალდიდობას 34 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:57 | 17.07.2017
ნანახია: 1288

იაპონიის კუნძულ კიუსიუზე მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

ხელისუფლება 2 200 ადამიანის ევაკუაციისთვის ემზადება.  

კუნძულზე ხანგრძლივმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დანგრეულია სახლები, გზები, სარკინიგზო ხიდები. პირველ დღე-ღამეს მოსულმა ნალექმა ერთი თვის ნორმას გადააჭარბა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე