თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 115 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 17.07.2017
ნანახია: 1355

თურქეთის პოლიციამ თექირდაღის პროვინციაში ოპოზიციონერი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 115 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ გაზეთი Hurriyet-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციის პროკურატურამ დაკავების ორდერი 127 ადამიანზე გასცა. მათ შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, ბიზნესმენები და დიასახლისები.

ყველა მათგანი პროგრამა ByLock-ის მომხმარებელია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, გიულენის ორგანიზაციის წევრები დაშიფრული ინფორმაციების გაცვლისთვის იყენებდნენ. სხვა ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია გრძლედება.

ამბოხებულთა ჯგუფმა თურქეთში 2016 წლის 15-16 ივლისს სამხედრო გადატრიალება სცადა.

ანკარასა და სტამბოლში განვითარებული მოვლენების შედეგად დაიღუპა 240-ზე მეტი მოქალაქე, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. ამბოხის მცდელობა ხლისუფლებამ ჩაახშო. მომხდარის შემდეგ თურქეთში დაკავებულია 50 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურებიდან კი 140-ზე მეტი სახელმწიფო მოხელეა გათავისუფლებული.

ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობაში გიუელენი დაადანაშაულა და აშშ-ს, სადაც ის ამჟმად ცხოვრობს, მისი ექსტრადიცია მოსთხოვა. თავად გიულენმა ამბოხი დაგმო და მასთან კავშირი უარყო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე