წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვამ 57 დელფინი გამორიყა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 17.07.2017
ნანახია: 1185

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების(დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტისსპეციალისტები მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. 2017 წელს განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 57 ფაქტი დაფიქსირდა.

მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე