ბათუმის დაგვა-დასუფთავების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:58 | 17.07.2017
ნანახია: 1114

შპს ,,სანდასუფთავების“ მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბათუმის დაგვა-დასუფთავებისა და ქუჩების მორწყვის სამუშაოები. დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები სამუშაოებს დილის 05:00 საათიდან გვიან ღამემდე ახორციელებენ.

რაც შეეხება სანაპირო ზოლის დასუფთავებას, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დღეში 2-ჯერ ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი დასუფთავების სამსახურის მობილური ჯგუფები დამატებით სამუშაოებს განახორციელებენ.

ასევე, რეგულარულად მიმდინარეობს სანაგვე ურნებიდან ნაგვის გატანის სამუშაობი, რაც 24 საათის განმავლობაში, გრაფიკის შესაბამისად, 4-ჯერ ხორციელდება. 

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას ნუ გადაყრიან სანაგვე ურნებში სამშენებლო ნარჩენებსა და ცეცხლმოკიდებულ ნივთებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე