ატრაქციონების პარკში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 17.07.2017
ნანახია: 1199

მადრიდში გასართობ პარკში ატრაქციონებზე მომხდარი ინციდენტისას დაშავებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

ინციდენტის მიზეზი ამერიკული მთების ორი შემადგენლობის შეჯახება გახდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ერთი შემადგენლობა გაჩერდა, მეორემ კი რომელიც მას უკან მიყვებოდა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

ატრაქციონების პარკში ირწმუნებიან, რომ ამერიკულ მთებს უსაფრთხოების შემოწმება გავლილი ჰქონდათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე