კანადაში ტყის ხანძრის გამო 37 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 11:27 | 17.07.2017
ნანახია: 1222

კანადის ბრიტანული კოლუმბიის პროვინციიდან ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 37 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 2900 ადამიანი და 203 ვერტმფრენი.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიიქის ზონაში ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. პილოტი გადარჩა.

პროვინციის ხელისუფლებამ ტყის ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში უკვე რამდენიმე ათეული მლნ დოლარი დახარჯა.

ბრიტანულ კოლუმბიაში ცეცხლის კერების რაოდენობა 162-ს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე