ერაყი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის გარდაცვალებას არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 17.07.2017
ნანახია: 1215

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ-ალ-ბაღდადი სავარაუდოდ ცოცხალია და სირიის ქალაქ რაქაში იმალება. ამის შესახებ ერაყის შსს-ს წარმომადგენელმა აბუ ალი ალ-ბასრიმ განაცხადა.

გასულ კვირას ერაყულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის გარდაცვალება აღიარა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ბაღდადი 28 მაისს რაქის მისადგომებთან საჰაერო იერიშისას დაიღუპა.

ალ-ბაღდადიმ პირველად საჯაროდ 2014 წლის ივლისში გამოჩნდა, როდესაც მოსულში „ისლამური სახალიფოს“ დაარსების შესახებ განაცხადა.

მას შემდეგ მედია არაერთხელ ავრცელებდა ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაციები არასდროს დადასტურებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე