ხანძრის ჩაქრობისას ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 17.07.2017
ნანახია: 1238

ვერტმფრენი, რომელიც პორტუგალიის ჩრდილოეთით, ტყის მასივებში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდა, ჩამოვარდა. მედიის ცნობით, პილოტი არ დაშავებულა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ვერტმფრენი წყალსაცავიდან წყალს იღებდა. ის ნაპირზე ჩავარდა.  

ტყის ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც კვირას დილით გაჩნდა, 260 მეხანძრე, 58 მანქანა და რვა ვერტმფრენი და თვითმფრინავი მონაწილეობს. ჯერ კიდევ აქტიურია ორი კერა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის შეძლებენ მეხანძრეები ცეცხლის ლიკვიდაციას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე