საქართველოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 17.07.2017
ნანახია: 1160

17-18 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში რაშიდ მერედოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

რაშიდ მერედოვი მოინახულებს საქართველოს იუსტიციის სახლს. მინისტრი აგრეთვე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე