სომხური საკათედრო ტაძრის ეზოში ფესტივალი-კონკურსი „ტოლმა-2017“ მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 16.07.2017
ნანახია: 2748

თბილისში, სომხური საკათედრო ტაძრის ეზოში ფესტივალი-კონკურსი „ტოლმა-2017“ მიმდინარეობს. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ტოლმის სხვადასხვა სახეობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას 40 დიასახლისი იღებს. ერევნიდან ჩამოსული სპეციალური ჟიური შეაფასებს სომხური ეროვნული კერძის სხვადასხვა თვისებას.

სომხური ტოლმის ფესტივალ-კონკურსს საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით აწყობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე