უმაღლესი რადის დეპუტატი დააპატიმრეს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 16.07.2017
ნანახია: 1429

უკრაინის პარლამენტის დეპუტატს, მიხაილ დობკინს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

თავდებით გათავისუფლებისთვის სანაცვლოდ ოპოზიციური ბლოკის წევროს სასამართლომ 50 მილიონი გრივენის გადახდა შესთავაზა, განსასჯელმა კი განაცხადა, რომ ასეთი ფული არ აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე თანხას 5 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, დეპუტატს პატიმრობაში აიყვანენ.

ხარკოვის ყოფილ მერს  ბრალდების მხარე თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, მიწების უკანონო გასხვისებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე