ანტონ კათალიკოსის ქუჩა გაცალმხრივდება - მერია

საქართველო, თბილისი - 18:11 | 14.07.2017
ნანახია: 1288

ანტონ კათალიკოსის ქუჩა კოტე აფხაზის ქუჩის კვეთიდან ერეკლე მეორის მოედნის მიმართულებით გაცალმხრივდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

,,სატრანსპორტო საშუალებებს ერეკლე მეორის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ამოსვლა შოთა ყავლაშვილის ქუჩიდან შეეძლებათ. 17 ივლისის საღამოს ქუჩის მითითებულ მონაკვეთზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ძალაში 18 ივლისიდან შევა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ორმხრივი მოძრაობისთვის ანტონ კათალიკოსის ქუჩის სივიწროვისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე