ინდოეთში წყალდიდობას 83 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 14.07.2017
ნანახია: 1195

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. ორ მილიონზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
გადაუღებელი წვიმები რეგიონში უკვე ორ კვირაზე მეტია გრძელდება.

 ასამის შტატში 2500 სოფელი დაიტბორა. წყლის ქვეშ არის მოყოლილი კაზირანგის ეროვნული პარკიც, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ინდური მარტორქების პოპულაცია ბინადრობს. პარკი 1985 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე