რადას დეპუტატებს პლენარული სხდომების „მამაო ჩვენოთი“ დაწყება შესთავაზეს

საქართველო, თბილისი - 15:35 | 14.07.2017
ნანახია: 1238

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პლენარული სხდომების დაწყების წინ „მამაო ჩვენოს“ წაკითხვას ეხება.

დოკუმენტის თანაავტორები „ბლოკ პეტრო პოროშენკოს“, ფრაქცია „სახალხო ფრონტისა“ და სხვა ფრაქციების დეპუტატები არიან.

რადას საიტზე კანონპროექტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კიევის საპატრიარქოში აღნიშნული ინიციატივა უკვე გააკრიტიკეს.

„ლოცვა თითოეული მორწმუნის მოწოდებაა, და ლოცვა „მამაო ჩვენო“ საერთოა ყველა ქრისტიანისთვის - მართლმადიდებლებისთვის, კათოლიკეებისა და პროტესტანტებისთვის. მაგრამ უკრაინის სახალხო დეპუტატებს შორის ყველა ქრისტიანი და მორწმუნე არ არის, ამიტომ საეჭვოა, რომ მათ ამ დროს ილოცონ“, ნათქვამია არქიეპისკოპოს ევსტრატი ზორიას განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე