სალვადორ დალის ცხედარს ექსჰუმაცია 20 ივლისს ჩაუტარდება

საქართველო, თბილისი - 11:46 | 14.07.2017
ნანახია: 1272

60 წლის ესპანელი პილარ აბელი თავს ცნობილი მხატვრის სალვადორ დალის შვილად მიიჩნევს.  მან თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მადრიდის სასამართლოს დნმ-ის ანალიზის გაკეთების თხოვნით მიმართა.   

ცნობილი გახდა სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაციის თარიღი. El Punt Avui-ის ცნობით, მხატვრის ცხედარს სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 ივლისს ამოასვენებენ. სიურეალისტის ნეშთი ქალაქ ფიგერასის თეატრ-მუზეუმში განისვენებს.

თუ პილარსა და სალვადორ დალის შორის ნათესაური კავშირი დადასტურდა, მას მხატვრის მემკვიდრეობის ნაწილზე პრეტენზიის უფლება ექნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე