ალეკ ბოლდუინი ტრამპის პაროდიისთვის „ემის“ პრემიაზეა ნომინირებული

საქართველო, თბილისი - 10:36 | 14.07.2017
ნანახია: 1289

ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი პრესტიჟულ სატელევიზიო პრემია „ემიზე“ დონალდ ტრამპის პაროდიისთვის წარადგინეს. ამის შესახებ პრემიის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

შოუ Saturday Night Live ყოველკვირეულად გადის ტელეარხ NBC-ის ეთერით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი მთავარი გმირი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გახდა. პრეზიდენტი არ მალავს გადაცემის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რის შესახებაც რეგულარულად წერს Twitter-ში და ამბობს ინტერვიუებში.

ორგანიზატირების განცხადებით კომედიურმა შოუმ „ემის“ პრემიაზე 22 ნომინაცია მიიღო.

მათ შორის ჯილდოსთვის წარდგენილია ბოლდუინი ტრამპის პაროდიისთვის და მელისა მაკარტი, რომელიც პრეზდენტს პრეს-მდივან შონ სპაისერს თამაშობს.

პრემიაზე ასევე ნომინირებულია ქეით მაკინონი, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშნსი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

პრეზიდენტს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე