სამწუხაროდ, 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაუწესა სანქციები რუსეთს - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო, თბილისი - 18:55 | 13.07.2017
ნანახია: 1637

საქართელოს საგარეოს საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობამ ვერ მოახერხა საერთაშორისო მხარდაჭერის ორგანიზება, ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტოების მხრიდან, არასწორად იქნა მოყვანილი მინისტრის ციტატა. როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის განცხადება მდგომარეობდა შემდეგში:

„რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას რეგიონში, რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს და სამწუხაროდ, იმ მომენტში, საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაუწესა სანქციები რუსეთს ამ ქმედებისთვის და სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ იმ მომენტში ვერ შეძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იმისთვის, რომ მიეღო იმავე სტილის რეაგირება რუსეთის აგრესიაზე, აგრესიულ ქმედებებზე“, - განაცახდა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული გზა” მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე