მელანია ტრამპმა პარიზის ბავშვთა ჰოსპიტალი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 13.07.2017
ნანახია: 1211

ამერიკის პირველი ლედი პარიზში ნეკერის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია. მოგვიანებით მელანია ტრამპი საფრანგეთის პირველ ლედისთან ერთად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მივა.

მელანია საფრანგეთში დედაქალაქში მეუღლესთან ერთად იმყოფება, რომელიც ფრანგი კოლეგის მიწვევას დათანხმდა, ერთად აღენიშნათ ბასტილიის აღების დღე და პირველ მსოფლიო ომში შეერთებული შტატების ჩართვის 100 წლის იუბილე.

პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად საღამოს ეიფელის კოშკის რესტორანში ივახშმებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე