60 გრადუსი სიცხე და საგანგაშო მდგომარეობა ჩინეთში

საქართველო, თბილისი - 16:14 | 13.07.2017
ნანახია: 1544

გაუსაძლისი სიცხის გამო ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში განგაში გამოცხადდა. ჰაერის ტემპერატურა თითქმის მთელი კვირაა, 50 გრადუსს აღწევს.

განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ მშენებლობაზე დასაქმებულები, სადაც რკინის სამშენებლო მასალა შუადღეზე 60 გრადუსამდე ცხელდება.

ქალაქ განსუს მცხოვრებლები შუადღისას თავს მიწისქვეშა თავშესაფარს აფარებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე