1 ცხვარი ხრამში გადახტა, 79 კი უკან მიჰყვა - მწყემსი

საქართველო, თბილისი - 15:51 | 13.07.2017
ნანახია: 1706

თურქეთში, ქალაქ მურადიეს მახლობლად, ცხვრებმა მასობრივი თვითმკვლელობა მოაწყვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Milliyet ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ცხვარი ხრამში გადახტა, მას კი დანარჩენი 79 ცხვარიც მიჰყვა. 

"როდესაც ერთი გადახტა, დანარჩენებმაც დაიწყეს მიბაძვა და გაჰყვნენ უკან, ვეცადე, რომ გზა გადამეღობა რამდენიმესთვის მაინც, მაგრამ ვერ შევძელი", - ამბობს მწყემსი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე