,,გაზპრომთან“ კონტრაქტი, საჭიროების გამო გაფორმდა - ილია ელოშვილი

საქართველო, თბილისი - 15:18 | 13.07.2017
ნანახია: 1531

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილის განცხადებით, ,,გაზპრომთან“ კონტრაქტი, საჭიროების გამო გაფორმდა.

მისი თქმით, მთავარია, რომ არანაირი ვალდებულება ბუნებრივი აირის მოცულობის შესყიდვის, არ არსებობს.

,,გაზპრომთან კონტრაქტი დავდეთ იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ეს გაზი გარკვეულ პერიოდებში, როდესაც ჩვენ, შეიძლება ავარიის გამო, შეიძლება განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო უცებ დაგვჭირდეს და მოვიხმაროთ ეს ენერგია, მთავარი არის რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს იმისა რომ რაღაც მოცულობა შევისყიდოთ. ალტერნატივა არის რომ როცა არ გვყოფნის გაზი, გავთიშოთ ქვესადგურები და გავთიშოთ მოსახლეობა, ამას ჩვენ არ ვაკეთებთ. გვირჩევნია, გაზპრომის გაზი მოვიხმაროთ, რადგან საბოლოო ჯამში მომხმარებელთან როცა მიდის გაზი, როცა ის ანთებს გაზქურას, ის არ უყურებს ეს "გაზპრომის" არის თუ "სოკარის", - განაცხადა ელოშვილმა დადასძინა, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა, არ დაირღვეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საზღვრები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე