კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:37 | 13.07.2017
ნანახია: 1189

უკრაინის უმაღლეს რადასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები, რომლებსაც რადას შესასვლელი დილიდან  აქვთ ჩაკეტილი დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის მოხსნის საკითხის განხილვას ითხოვენ. აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ადგილიდან იმ მანქანების გაყვანა სცადეს, რომლებითაც მომიტინგეებს რადას შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული.

არეულობის დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე