ერაყში ტერორისტების თავდსახმას 9 სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 13.07.2017
ნანახია: 1126

ცხრა სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა ცენტრალურ ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელი-ტერორსტების თავდასხმის შედეგად.

თავდასხმა ქალაქ ფალუჯასთან გასამხედროებული ფორმირებების ბაზაზე მოხდა.
მედიის მონაცემებით, ოთხმა თვითმკვლელმა თავი შტაბის შესავლელში აიფეთქა.

ორშაბათს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქი მოსული სრულად გათავისუფლდა. პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა. ქალაქს მებრძოლები სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე