ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 12:40 | 13.07.2017
ნანახია: 1361

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლო დარბაზიდან  გაათავისუფლეს. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  აღკვეთის გადასინჯვის გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე საკუთარი ინიციატივით მიიღო.

დაცვის მხარემ სასამართლოს ამის შემდეგ 5000-ლარიანი გირაო შესთავაზა. 

ხარშილაძის უფლებადამცველების, ნათია კოტრიკაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. უფლებადამცველების თქმით, ბოლო პერიოდში მსგავს დანაშაულზე დაკავებული პირები სასამართლომ ზოგი გაამართლა, ზოგი კი გირაოთი გაათავისუფლა.

სხდომაზე ბრალდებულმა დავით ხარშილაძემ საკუთარი ინიციატივით,  დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე