ნაღმზე ოთხი ბავშვი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 13.07.2017
ნანახია: 1133

ოთხი ბავშვი დაიღუპა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნაღმის აფეთქების შედეგად. ნაღმი იმ დროს აფეთქდა, როდესაც ბავშვები თამაშობდნენ.

პოლიციელების განცხადებით, ბავშვებმა ნაღმი იპოვეს და მასთან თამაში დაიწყეს. როდესაც მათ ნაღმს ქვები ესროლეს, ნაღმი აფეთქდა.

ინციდენტი ბაგლანის პროვინციაში მოხდა, რომელსაც მებრძოლები აკონტროლებენ.

ავღანეთში სიტუაცია ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გამწვავდა.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“, რომელიც მანამდე ქვეყნის ტერიტორიის სოფლებს აკონტროლებდა, მსხვილი ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ იერიშზე გადავიდა. ავღანეთში ასევე გაძლიერებულია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც.   





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე