ბრაზილიის ექს-პრეზიდენტს 9 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 11:22 | 13.07.2017
ნანახია: 1167

ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულუ და სილვას სასამართლომ 9 წლითა და 5 თვით პატიმრობა ქრთამის აღებისთვის მიუსაჯა.

ექს-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს იმის გამო ადანაშაულებენ, რომ მათ არ დაადეკლარირეს საკურორტო ქალაქ გუარუჟში მდიდრული პენთჰაუსი და უკანონოდ მიიღეს 747,8 ათასი დოლარი სამშენებელო კომპანია OAS-სგან სახელმწიფო კომპანია Petrobras-თან კონტრატქების მიღების სანაცვლოდ.

ექს-პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ პოლიტიკური ოპონენტების მიერ ჩვეულებრივი ფაბრიკაციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე