თურქეთში სირიის საზღვართან სამხედრო ნაწილში ხანძარი გაჩნდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 11:10 | 13.07.2017
ნანახია: 1312

ათი სამხედრო დაშავდა სირიის საზღვართან თურქეთის კილისის პროვინციაში საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სამხედრო ნაწილში გაჩნდა, ცეცხლი ქარის გამო საბრძოლო მასალების საწყობსაც მოედო, რამაც აფეთქება გამოიწვია. მსხვერპლი არ არის. დაშავდა ათი სამხედრო, რომლებიც საავდმყოფოში არიან გადაყვანილნი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე