„კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?“ - ფერმერის მიმართვა გიორგი კვირიკაშვილს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 12.07.2017
ნანახია: 1452

„კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?,“-ასე მიმართავს სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრები ფერმერი ვაჟა დანელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

დანელიშვილი პრემიერს ადგილზე ჩასვლას და მათი პრობლემების გაცნობას სთხოვს.

მისივე თმქმით, კრედიტით დამუშავებული 2 ჰექტარზე მეტი მიწა და მიღებული მოსავალი შესაბამის ფასად ვერ ჩააბარა და ახლა ვალის გასტუმრებაც უჭირს.

„პრემიერო, იქნება ერთ დღეს არ წახვიდეთ სტრასბურგში და აქ ჩამოხვიდეთ. ან იქნებ, მატყუარა სოფლის მეურნეობის მინისტრს და გუბერნატორს არ მოუსმინოთ. კახელი არა ხართ, ჯიგარი არა გაქვთ?,“-აცხადებს ვაჟა დანელიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე