ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე

საქართველო, თბილისი - 15:50 | 12.07.2017
ნანახია: 1505

ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აქედან გამომდინარე ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, მისი ოჯახის მიმართ მუქარა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა დაინახეს.

"მეუღლის დაკავების შემდეგ ჩემი ოჯახის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარებია. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა. ერთ-ერთმა თურქულმა გაზეთმა ჩემი ოჯახი მოღალატედაც გამოაცხადა. მუქარები არის შემდეგი შინაარსის: უნდა გამოიგზავნოს აქ ჯგუფი, ჩემი ადგილი არის საფლავში. ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აქედან გამომდინარე ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას. სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირდა გატაცების და სხვა ფაქტები. ორი შვილის დედა ვარ, მეუღლე გვერდით არ მყავს და აუცილებლად მჭირდება დახმარება",- აცხადებს თუბა ჩაბუქი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე