ნიგერიაში აფეთქებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 12.07.2017
ნანახია: 1122

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა ნიგერიაში ქალაქ მაიდუგურისთან მომხდარი აფეთქებების შედეგად.

აფეთქებების ხმა ოთხ რაიონში გაისმა. ასაფეთქებელი მოწყობილობები თვითმკვლელმა ტერორისტებმა აამოქმედეს.

ინციდენტის დეტალები დაუზუსტებელია.

ნიგერიაში მოქმედებს რადიკალური ისლამური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“. მისი მებრძოლები განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ და მთელს ქვეყანაში შარიათის შემოღებისთვის იბრძვიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე