სააკაშვილის თავიდან მოშორებას უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 14:49 | 12.07.2017
ნანახია: 1251

მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე [მიხეილ სააკაშვილი] თავიდან მოიშოროს, - ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე მმართველი გუნდის წევრი თამარ ჩუგოშვილი წერს.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციის წევრები ეხვეწებოდნენ, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო.

"ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს მაინც დავწერ. პასეს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ).

მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს", - წერს ჩუგოშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე