დღეში სამი ჭიქა ყავა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 14:57 | 11.07.2017
ნანახია: 1803

ყავის მოყვარულები, რომლებიც დღეში სამ ჭიქა ყავას სვამენ, გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ გამამხნევებელ სასმელს არ მირთმევენ.

ბრიტანეთის კიბოს კვლევითი კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყავის ზომიერი მიღება კიბოსგან და სხვა დაავადებებისგან სიკვდილიანობის რისკს ამცირებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავა განსაკუთრებით ამცირებს სისხლძარღვებისა და საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების დაავადების რისკს.

კვლევაში მონაწილეობა ევროპის 10 ქვეყნიდან 35 წლისზვით 500 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათზე დაკვირვება 16 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერები აღნიშავენ, რომ ყავის მომზადების სხვადასხვა ტრდაციისა და ხერხის მიუხედავად, მისი შედეგები ფაქტობრივად ყველა რეგიონში ერთნაირია. რაც იმას ნიშნავს, რომ ესპრესოც და კაპუჩინოც ერთნაირად სასარგებლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ევროპელებს შორის ყველაზე ბევრ ყავას დანიელები სვამენ - საშუალოდ დღეში 900 მლ-ს, ყველაზე ცოტას კი იტალიელები - დღეში 92 მლ-ს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე