მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა 3.17 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 11.07.2017
ნანახია: 1134

ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა ქონების ნაწილი საქველმოქმედო ფონდებს გადასცა. Reuters-ის ცნობით, საუბარია 3.17 მილიარდ დოლარზე. ეს თანხა უორენ ბაფეტის კუთვნილი Berkshire Hathaway-ის აქციების სახით გადაეცემა რამდენიმე ფონდს. მათ შორის იქნება ბობ და მილინდა გეითსის ფონდი, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სიღარიბის შემცირებას ცდილობს. ასევე, ფული გადაირიცხება მილიარდერის ყოფილი მეუღლის, ტომპსონ ბაფეტის სახელობისა და ბაფეტის შვილების კუთვნილი ფონდებშიც.

უორენ ბაფეტი 2008 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა. ახლა მისი ქონება 76 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე