„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი ლიდერის აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა -მედია

საქართველო, თბილისი - 13:05 | 11.07.2017
ნანახია: 1162

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ორგანიზაციის ლიდერის აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურეს.  ინფორმაციას ტელეარხი Al Sumaria ავრცელებს, რომელიც ერაყის ნაინავის პროვინციის ადგილობრივ წყაროს ეყრდნობა.

მანამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდდი ქალაქ რაქას მისადგომებთან 28 მაისს რუსული სამხდრიო ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა.

ავიადარტყმებისას ლიკვიდირებული იყო 330-მდე ტერორისტი. ივნისის ბოლოს ირანის ტელევიზიამ გაავრცელა ფოტოები, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სიკვდილის მტკიცებულებად მიიჩნიეს.

აბუ-ბაქრ-ალ-ბაღდადიმ (ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად იბრაჰიმ ალ-ბადრი) 2014 წლის ივლისში ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახალიფო“ დაარსა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე